11:26 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-28 10:03:51, 8879 ნახვა

კულტურა
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ორელიენ ვილეტის გამოფენა „სიჩუმის რეზოლუცია - აფხაზეთი“ გაიხსნა

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ფრანგი ფოტოდოკუმენტალისტის ორელიენ ვილეტის გამოფენა „სიჩუმის რეზოლუცია - აფხაზეთი“ გაიხსნა. ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იყო აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული კონფლიქტის შედეგად დანგრეული და დამწვარი შენობების ფოტოები.
ღონისძიება ფონდ „არტექოს“ და მისი დამფუძნებლის დალი უბილავა-დე გრააფის ორგანიზებით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხარდაჭერით გაიმართა.
გამოფენაზე სოხუმის მოზარდმაყურებელთა თეატრმა „თეთრი ტალღა“ ნოდარ დუმბაძის და გურამ ოდიშარიას ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი პიესიდან „გამარჯობა სოხუმო“ ნაწყვეტი წარმოადგინა. ასევე აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ რამდენიმე სიმღერა შეასრულა.
სიტყვით გამოსვლისას გამოფენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა და საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდა.
ღონისძიება საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ქალაქ თბილისის მერიისა და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების დათვალიერება 7 ოქტომბრამდე იქნება შესაძლებელი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics