21:55 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-27 13:51:39, 1305 ნახვა

პოლიტიკა
ლევან იზორიამ ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო წყნარი ოკეანის რეგიონიდან თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს პირველად მასპინძლობს.

დღეს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია კოლეგას ფიჯის რესპუბლიკიდან - რატუ ინოქე კუბუაბოლას შეხვდა.

საქართველოს თავდაცვის უწყებაში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ მხარეებმა საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვის უწყებების შორის ორმხრივი თანამშრომლობის დაწყების საკითხები განიხილეს. გამოიყო ორმხრივი თანამშორმლობის პრიორიტეტები, მათ შორის სამხედრო-ტექნიკურ და სამხედრო წვრთნისა და განათლების სფეროში.

ფიჯის რესბუბლიკის თავდაცვისა და უსაფრთხოების მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. მინისტრებმა ერთმანეთს საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები გაუზიარეს და გლობალურ სამყაროში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილ წვლილზე გაამახვილეს ყურადღება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და უსაფრთხოების მინისტრმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში დაღუპული მებრძოლების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics