21:13 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-27 11:29:00, 1625 ნახვა

საზოგადოება
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში საშემოდგომა მიღება დაიწყო

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში საშემოდგომა მიღება დაიწყო.

რვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტების რეგისტრაცია 3-დან 19 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

კოლეჯის ადმინისტრაცია მსურველებს ევროპული ხარისხის პროფესიულ განათლებას სწავლების დუალური (სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება) მეთოდითა და დასაქმების გარანტიით სთავაზობს.

კოლეჯში ჩარიცხულ სტუდენტებს, პროფესიონალი პედაგოგების მონაწილეობით, საშუალება ეძლევათ განათლება განახლებულ და თანამედროვედ აღჭურვილ სასწავლო გარემოში მიიღონ. სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი მსურველებს სწავლებას შემდეგ პროგრამებზე სთავაზობს:

  • რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობა
  • რკინიგზის ლიანდაგის მონიტორინგი
  • რკინიგზის ელექტრო მომარაგება
  • ლოკომოტივის მართვა
  • სავაგონო მეურნეობა
  • სარკინიგზო გადაზიდვები
  • რკინიგზის ტრანსპორტზე სიგნალიზაცია ცენტრალიზაცია და ბლოკირება
  • რკინიგზის ელექტრო მოძრავი შემადგენლობა

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი ამერიკის შეერთებული შტატების „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ პროექტის- „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის,“ ფარგლებში არის დაფინანსებული.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics