|
2018-09-25 01:12:10, 2999 ნახვა
სხვადასხვა
დიმიტრი ტატიშვილი რომელმაც ბავშვებს ეზოში აუზი დაუდგა გარაცვლილი იპოვეს
დიმიტრი ტატიშვილი, რომელმაც ზაფხულში უბნის ბავშვებს კორპუსის ეზოში საცურაო აუზი დაუდგა, გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზების შესახებ დეტალები უცნობია, როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიებაა დაწყებული სიხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. დიმიტრი ტატიშვილმა საცურაო აუზი იყიდა და კორპუსებს შორის ეზოში დაამონტაჟა, რითაც ბავშვებმა ცხელ დღეებში გაგრილება შეძლეს. "“4 შვილი მყავს. ბავშვები ძალიან მიყვარს. მინდოდა იმ მომენტის ნახვა, როცა უბნის ბავშვები პირველად შეამჩნევდნენ აუზს ეზოში. სპეციალურად შუა ღამეს ავაწყვეთ, რომ არ ენახათ. დილით კი დაველოდე მათ რეაქციას და ზუსტად ისეთი იყო, როგორიც წარმომედგინა. ბედნიერების და სიხარულის ნაპერწკლები სცვიოდათ თვალებიდან. მიზანიც ეს იყო.” - ამბობდა ტატიშვილი ზუსტად 2 თვის წინ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)