20:13 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-24 18:02:56, 1824 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინის გამოყენების გამოცდილება კიევში საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილეს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საკუთრების რეგისტრაციისას ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება კიევში გამართულ კონფერენციაზე „Blockchain & Bitcoin Conference Kyiv" განიხილეს.

ღონისძიებაზე მოხსენებით  „ბლოკჩეინი მთავრობისთვის - კონცეფციიდან რეალობამდე"  საჯარო რეესტრის იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსი ვახტანგ ბოხაშვილი წარსდგა.  მან უძრავი ქონების რეგისტრაციაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების მიმართულებით  საჯარო რეესტრის გამოცდილებაზე,  პროექტის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. საუბარი შეეხო, ასევე,  საერთაშორისო პროექტებში ბლოკჩეინის გამოყენების, ასევე  მესამე  მხარის დადასტურების გარეშე მყისიერი ტრანზაქციის განხორციელების შესაძლებლობას, ბლოკჩეინს სამართლებრივ ასპექტებს  და სხვა საკითხებს.

Blockchain & Bitcoin Conference  მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებაა,  რომელიც Smile Expo-ს ორგანიზებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში  იმართება.   კონფერენცია  ბლოკჩეინის, კრიპტოვალუტებისა და ICO-ს საკითხებს მოიცავს,  სადაც ბლოკჩეინ-ენთუზიასტები, ბიზნესმენები, მაინერები, სტარტაპები და სახელმწიფო უწყებების  წარმომადგენლები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ და  ახალი ტექნოლოგიების საინვესტიციო შესაძლებლობების განიხილვენ.

საქართველო  პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც უძრავი ქონების სარეგისტრაციო წარმოებაში  ბლოკჩეინის ტექნოლოგია წარმატებით დანერგა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო პირველია, რომელიც 2017  წლის თებერვლიდან მიწის რეგისტრაციისას ბლოკჩეინის ტექნოლოგიას იყენებს. ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენება სარეგისტრაციო ტრანზაქციებს მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომს, გამჭვირვალეს და კიდევ უფრო მეტად დაცულს ხდის, ეს სერვისი მოქალაქეებისთვის უფასო და კომფორტულია.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics