|
2015-06-08 13:02:12, 599 ნახვა
სამართალი
პოლიციელი ქალებისთვის ლიდერის უნარების განვითარების კურსები გაიხსნა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადილე არჩილ თალაკვაძემ და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ქართველი პოლიციელი ქალებისთვის ლიდერის უნარების განვითარების კურსები სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გახსნეს. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული კურსები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ არის დაფინანსებული და აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურო ახორციელებს. კურსები მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოს ცენტრალურ და რეგიონულ სამართალდამცავ სტრუქტურებში პოლიციელ ქალთა ჩართულობასა და კარიერულ ზრდას. 2015 წლის მარტში საქართველიში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით თბილისში ჩატარდა პოლიციელ ქალთა მეოთხე, ყოველწლიური კონფერენცია, რომელსაც 9 ქვეყნის 150 პოლიციელი ქალი დაესწრო. გენდერული თანასწოროებისა და ქალთა უფლებების საკითხები საქართველოსა და მთელ მსოფლიოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიური, უსაფრთხოებასთან დაკავშრებული, ჰუმანიტარული და განვითარების პროექტების ნაწილია.
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)