20:16 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-23 13:07:47, 1324 ნახვა

საზოგადოება
საერთაშორისო კვლევებით საქართველო პირველად მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნების ხუთეულშია

ცნობილი კვლევითი პორტალის Numbeo-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2018 წელს, საქართველომ, მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის, დანაშაულისა და უსაფრთხოების ინდექსების მიხედვით, 2017 წელთან შედარებით, პოზიცია ორი საფეხურით გაიუმჯობესა და მე-5 ადგილი დაიკავა.
კვლევის თანახმად საქართველოში უსაფრთხოების ხარისხი გაუმჯობესდა. Numbeo-ს მონაცემებით, დანაშაულის ინდექსი - 20.35, ხოლო უსაფრთხოების - 79.65 ერთეულს შეადგენს.
2018 წელს, წინა წელთან შედარებით, დანაშაულის და უსაფრთხოების ინდექსის მიხედვით მსოფლიოს მასშტაბით, ქ. თბილისიც დაწინაურდა და რეიტინგში მე-19-ე პოზიციიდან მე-16-ე ადგილზე გადმოინაცვლა. ქ. თბილისში დანაშაულის ინდექსი 19.81, ხოლო უსაფრთხოების 80.19 ერთეულს შეადგენს.
Numbeo მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ბაზაა, რომელიც მომხმარებელთა ინფორმაციაზე დაყრდნობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ქვეყნებსა და ცალკეულ ქალაქებში ცხოვრების პორობების, მათ შორის ჯანმრთელობის დაცვის, საგზაო მოძრაობის, დანაშაულისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას აფასებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics