|
2015-06-08 11:50:08, 806 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: მთავრობა ემიგრანტებისგან საქართველოში გადმორიცხულ თანხებზე არანაირი სანქციების დაწესებას არ აპირებს
„საქართველოს მთავრობა ემიგრანტებისგან ან საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისგან საქართველოში გადმორიცხულ თანხებზე, არანაირი სანქციების დაწესებას არ აპირებს“,-ამის შესახებ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს. როგორც ხადური აღნიშნავს, სოციალური ქსელში გავრცელებული ცნობები ემიგრანტების მიერ საზღვარგარეთიდან საქართველოში გადმორიცხულ თანხებთან დაკავშირებით დეზინფორმაციაა. „საქართველოს მთავრობა ემიგრანტებისგან ან საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისგან საქართველოში გადმორიცხულ თანხებზე, ფულად გზავნილებზე არანაირი სანქციების დაწესებას არ აპირებს. მსგავსი არასოდეს ყოფილა განხილული ჩვენი ხელისუფლების პირობებში. დღეს აღნიშნულთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ცნობები არის დეზინფორმაცია და სრული სიყალბე. მეგობრებო, გთხოვთ, ნუ აზიარებთ ამ ყალბ ინფორმაციას და ჩემს კომენტარს, რომელიც 2014 წლის ბოლოს არის ჩაწერილი და სულ სხვა თემას - ლარის გაცვლით კურსს ეხება. ნუ შეუწყობთ ხელს შეგნებულად დაგეგმილ პროვოკაციას, რომლის მთავარი მიზანიც მოსახლეობის მოტყუებაა!“,-აღნიშნავს ნოდარ ხადური.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)