19:12 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-19 19:05:49, 2522 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აღმასრულებელ დირექტორს, შერიფ საადალას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და WIPO-ს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის WIPO-ს მხარდაჭერის მნიშვნელობას და  გეოგრაფიული აღნიშვნების  საკითხებს. საუბარი შეეხო აგრარულ დარგში ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით სამაგისტრო პროგრამის შემუშავების მნიშვნელობასაც.

როგორც შერიფ საადალამ აღნიშნა, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას საქართველოსთან კარგი პარტნიორული ურთიერთობა აქვს და ყურადღება საგანმანათლებლო მიმართულებით რეგიონში საქართველოს, როგორც ჰაბის პოტენციალზე გაამახვილა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს ინტელექტუალური საკითხების ეროვნული ცენტრის (საქპატენტი) თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილაძე ესწრებოდა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics