|
2018-09-19 13:27:32, 691 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე წარმატებულ სტუდენტებს შეხვდა
შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე შუახევის საჯარო სკოლებიდან 2018 წლის ერთიან ეროვნული გამოცდებში გრანტით ჩარიცხულ სტუდენტებს შეხვდა და მიღწეული წარმატება მიულოცა. „ჩემთვის საამაყოა თქვენი წარმატება, გილოცავთ და გისურვებთ მომავალ წარმატებებს. თქვენ ხართ თაობა, რომელმაც ქვეყნის ნათელი მომავალი უნდა შექმნას, ამიტომაც მეიმედებით შუახევის ხვალინდელი დღისთვის“, - მიმართა ახალგაზრდებს შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა. შეხვედრას მერის მოადგილეები ომარ ტაკიძე, რუსუდან შავაძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ გოგრაჭაძე, საკრებულოს წევრები და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ. ფრიდონ ფუტკარაძემ ახალგაზრდებს მოუწოდა მუნიციპალიტეტში მიმდინარე აქტუალურ საკითხებში ჩაერთონ და საკუთარი ხედვები, იდეები წარმოადგინონ. ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სწავლას უმაღლეს სასწავლებელში 50 % სახელმწიფო გრანტით გააგრძელებენ: უჩა ჯუმუშაძე - შუბნის საჯარო სკოლა,ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - სამართალი; ანა შავაძე - დაბა შუახევის საჯარო სკოლა, თბილისი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი -ბიზნეს ადმინისტრირება; ირმა კეკელიძე - ნიგაზეულის საჯარო სკოლა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ეკონომიკა; სალომე ჭაღალიძე - ჭალის საჯარო სკოლა , ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ეკონომიკა; ნინო ქარცივაძე - ხიჭაურის საჯარო სკოლა , ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (100 ლ. სტიპენდია უნივერსიტეტისგან), ინგლისური - ფილოლოგია; თინათინ ქათამაძე - ხიჭაურის წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლა, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი მედიცინის ფაკულტეტი; თეონა აბაშიძე - ნიგაზეულის საჯარო სკოლა , ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ინგლისური - ფილოლოგია.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)