12:18 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-19 12:20:36, 4164 ნახვა

მსოფლიო
აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თბილისიდან გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

შეკინის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი მუხთარლის ადვოკატმა ელჩინ სადიგოვმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა თათბირის შემდეგ მოსამართლეთა კოლეგიამ გადაწყვეტილება მიიღო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დაეტოვებინა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისიდან გასული წლის 29 მაისს გაიტაცეს. მოგვიანებით ის აზერბაიჯანის საზღვარზე "დააკავეს". მას ბრალი 3 მუხლით წარუდგინეს: საზღვრის უკანონო გადაკვეთა, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და კონტრაბანდა. ამასთან, გამოძიების ცნობით, მას ჯიბეში არადეკლარირებული 10 ათასი ევრო აღმოუჩინეს. აფგან მუხთარლის 12 იანვარს სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მუხთარლის საქმეზე საქართველოს შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
კიდევ 8 ადამიანს სასახლის ღობის საქმეზე სასამართლომ 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics