01:23 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-18 13:48:32, 3721 ნახვა

მსოფლიო
სირიის ხელისუფლებამ შეცდომით რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო - დაიღუპა 15 ადამიანი

საზღვაო საპატრულო თვითმფრინავი, რომელსაც რუსი სამხედროები გადაჰყავდა, სირიის ხელისუფლებამ შეცდომით ჩამოაგდო, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, სირიის თავდაცვას ეგონა, რომ თვითმფრინავი ისრაელს ეკუთვნოდა და მასში ებრაელი სამხედროები იმყოფებოდნენ. აღნიშნულის გამო, მათ საჰაერო თავდასხმა განახორციელეს, თუმცა მოგვიანებით დადგინდა, რომ თვითმფრინავი რუსეთს ეკუთვვნოდა. 

მედიის ცნობით, IL-20 ტიპის ხომალდი ხმელთაშუა ზღვის თავზე მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც მას ოთხი ებრაული გამანადგურებელი ამოეფარა.

მომხდარს რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიუგუ უკვე გამოეხმაურა. მან ისრაელი თვითმფრინავის ჩამოგდებასა და ეკიპაჟის დაღუპვაში დაადანაშაულა. შოიგუ აგრეთვე ებრაელ კოლეგას ესაუბრა, რა დროსაც განაცხადა, რომ მოსკოვი იტოვებს უფლებას საპასუხო ქმედებები განახორციელოს. 

შოიგუს თქმით, თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად 15 რუსი სამხედრო დაიღუპა. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics