06:28 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-17 12:15:39, 2835 ნახვა

სამართალი
პროკურატურა ლევან ყიფიანს დღეს გამოკითხავს

მთავარი პროკურატურა სპორტის ყოფილ მინისტრს და ამჟამად „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, ლევან ყიფიანს დღეს, ხოლო ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს თბილისში ჩამოსვლისთანავე გამოკითხავს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, მედიასაშუალებებში დღემდე გასული აუდიოჩანაწერები ტელევიზიებიდან უკვე გამოთხოვილია.

 „დღევანდელი ჩანაწერით, რა თქმა უნდა, დაინტერესდება გამოძიება და ერთიან კონტექსტში განიხილება;

მედიასაშუალებებში დღემდე გასული აუდიოჩანაწერები გამოთხოვილია ტელევიზიებიდან, ზაზა ოქუაშვილი და ლევან ყიფიანი  კი, რომლებიც  სავარაუდოდ, ჩანაწერში ფიგურირებენ,  დაკითხვაზე არიან გამოძახებული;

ლევან ყიფიანი, რომელიც თბილისში არ იმყოფება, 17 სექტემბერს გამოცხადდება დაკითხვაზე;

ასევე, თბილისში დაბრუნების შემდეგ გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს ზაზა ოქუაშვილი“, - აცხადებენ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-მა დღეს „იბერიას“ საქმეზე კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი გააავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, ჩანაწერი ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი სამ მილიონზე საუბრობენ, რომლიდანაც ნაწილი ბიუჯეტში უნდა შეიტანონ, ხოლო ნაწილი „ომეგა ჯგუფმა“ კონტრიბუციის სახით უნდა გადაიხადოს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics