|
2018-09-15 11:19:05, 4335 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის პატრიარქმა კირილმა მსოფლიო პატრიარქზე ლოცვა შეწყვიტა
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი კონსტანტინოპოლის პატრიარქთან ერთობლივ ღვთისმსახურებას შეაჩერებს და მსოფლიო პატრიარქს ლოცვებში აღარ მოიხსენიებს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო. საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიტროპოლიტ ილარიონის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება შინაარსობრივად დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ტოლფასია. მისივე თქმით, მოსკოვის საპატრიარქო ასევე წყვეტს საეპისკოპოსო ასამბლეებსა და საღვთისმეტყველო დიალოგებში მონაწილეობას, რომლებშიც თავმჯდომარედ და თანათავმჯდომარეებად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენლები არიან. "თუ მსოფლიო პატრიარქი უკრაინის ტერიტორიაზე ანტიკანონიკურ მოღვაწეობას გააგრძელებს, მოსკოვის საპატრიარქო იძულებული გახდება ევქარისტიული კავშირი გაწყვიტოს", - აღნიშნავენ რუსეთის საპატრიარქოში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)