|
2018-09-14 11:55:10, 1421 ნახვა
კომენტარი
მამუკა ბახტაძე: გპირდებით, განათლების რეფორმას ბოლომდე მივიყვანთ
განათლების სისტემის მოდერნიზაცია, ძლიერი და საფუძვლიანი განათლების სისტემის შექმნა და მისი ამოქმედება არის მთავარი წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველომ ეს დაბრკოლებები დაძლიოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ -მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის ხედვის წარდგენისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს მთავარი გამოწვევა ძლიერი განათლების სისტემის შექმნაა და ყველაფერი გაკეთდება ამ უმნიშვნელოვანესი რეფორმის ბოლომდე მისაყვანად. „დღეს ჩვენი ქვეყანა დგას მრავალი გამოწვევის წინაშე: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეკონომიკური განვითარება, სიღარიბის დაძლევა, სოციალური პრობლემები და ბევრი სხვა. ყველაზე ღირსეული პასუხი ამ გამოწვევებზე არის განათლებული საქართველო. განათლების სისტემის მოდერნიზაცია, ძლიერი და საფუძვლიანი განათლების სისტემის შექმნა და მისი ამოქმედება არის მთავარი წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველომ ეს დაბრკოლებები დაძლიოს. მე განვაცხადე, რომ ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტია განათლება, ახალგაზრდობა და ინოვაციები. შესაბამისად, დღეს ჩემთვის არის უმნიშვნელოვანესი და ძალიან ემოციური დღე. ბევრმა თქვენგანმა იცის, რამდენად მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის განათლების რეფორმის გატარება. გპირდებით, ამ უმნიშვნელოვანეს რეფორმას ბოლომდე მივიყვანთ და მოვიტანთ იმ შედეგს, რომელსაც საქართველო ნამდვილად იმსახურებს. სწორედ ამიტომ დღეს აქ, ამ წმინდა ადგილას, იყალთოს აკადემიის კედლებში ჩვენ - მე და ჩემი გუნდი - წარმოგიდგენთ განათლების რეფორმის ხედვას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)