|
2018-09-13 16:47:15, 1655 ნახვა
კომენტარი
ზოიძე: კანაფმა უდიდესი ზიანი მოიტანა, მაგრამ შეგვიძლია, ეს ზიანი სარგებლად გადავაქციოთ
„უდიდესი ზიანი მოიტანა კანაფმა ამ ქვეყნისათვის, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, რომ რეალურად ეს ზიანი გადავაქციოთ სარგებლად“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განუცხადა. მისი თქმით, სამედიცინო მარიხუანის მედიკამენტებისგან შემოსული თანხა რეაბილიტაციაზე, პრევენციაზე, სპორტის განვითარებასა და განათლებაზე გადანაწილდება. „უდიდესი ზიანი მოიტანა კანაფმა ამ ქვეყნისათვის, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, რომ რეალურად ეს ზიანი გადავაქციოთ სარგებლად, იმითი, რომ არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომ შეიძლება კანაფისაგან ადამიანებისთვის სარგებლის მომტანი მედიკამენტების წარმოება და ამ მედიკამენტების გაყიდვით მიღებული შემოსავლის გამოყენება ზიანის თავიდან აცილებასა და შემსუბუქებაში. მედიკამენტების გაყიდვისგან შემოსული ფული უნდა მივმართოთ სწორედ რეაბილიტაციაზე, პრევენციაზე, მასობრივი სპორტის განვითარებასა და განათლებაზე. ჩვენი პრინციპია, რომ ზიანი გადავაქციოთ სარგებლად საზოგადოებისთვის“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან საზოგადოების (განსაკუთრებით მოზარდების) დასაცავად და სამედიცინო მიზნით, ექსპორტზე გასატანად კანაფის მოყვანა-წარმოების რეგულირებისთვის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მოამზადა. აღნიშნული კანონპროექტი მთავრობას დღეს წარედგინა. ახალი კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)