10:07 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-12 17:09:18, 1598 ნახვა

კომენტარი
ზურაბიშვილი: კიდევაც დავბრუნდი და ხვალ კიდევაც ვიქნები პრეზიდენტი

„მოვდივარ ჩემი ქართული ენით, რომელიც ზოგისთვის თურმე დასაწუნია... მე კიდევაც დავბრუნდი და ხვალ კიდევაც პრეზიდენტი ვიქნები“, - ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა.

მან საზღვარგარეთ მყოფ ახალგაზრდებს მიმართა და მოუწოდა, ქართული ენა არ დაივიწყონ.

„მოვდივარ თქვენს წინაშე ისეთი როგორიც ვარ. მე არაფერს სხვანაირს არ ვთამაშობ. მე მოვდივარ ჩემი წარსულით, ჩემი მტკიცე პრინციპებით, ზოგჯერ ვიღაცეები ფიქრობენ, ცოტა ნამეტანად მტკიცე, ჩემი ხასიათით ვის მოწონს და ვის არა, ჩემი შეცდომებით თუ წარმატებებით და ჩემი გავლილი გზით. მოვდივარ, ასევე ჩემი ქართული ენით, რომელიც ზოგისთვის თურმე დასაწუნი არის, რასაც არ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ცხადია მე არ გამივლია სკოლა, უნივერსიტეტი და მთელი ეს საფეხურები საქართველოში და  როგორიც არის ისეთი არის, თუმცა მე ჩემს  თავზე ძალიან ბევრი ვიმუშავე. მე მინდა აქედან მივმართო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს არიან საზღვარგარეთ. თქვენ ისწავლეთ ქართული არ დაივიწყოთ და  როგორი ქართულითაც დაბრუნდებით, დაბრუნდით. იმიტომ, რომ ჩემი მაგალითი სწორედ ეს არის, რომ მე კიდევაც დავბრუნდი და  ხვალ კიდევაც პრეზიდენტი ვიქნები“, -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics