00:52 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-12 14:57:13, 623 ნახვა

რეგიონი
აჭარაში კონკურსებსა და ოლიმპიადაში გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა

დღეს ბათუმში 2017 წელს საგნობრივ ოლიმპიადაში და კონკურსებში სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლების საზეიმო დაჯილდოება გაიმართა.

დაჯილდოების ღონისძიებას აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო და მოსწავლეებს წარმატებები მიულოცა.

დაჯილდოებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი მოადგილეებთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების კომიტეტის ხელმძღვანელთან ვლადიმერ მგალობლიშვილთან ერთად ესწრებოდა.

კონკურსებსა და საგნობრივი ოლიმპიადაში 15 ათასამდე მოსწავლე მონაწილეობდა, რომელთაგან გამარჯვება 111-მა მოსწავლემ მოიპოვა.

საგნობრივ ოლიმპიადაში პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გამარჯვებულ 24 მოსწავლეს პორტაბელური კომპიუტერები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გადასცა.

ღონისძიების ფარგლებში 81 წარმატებული მოსწავლე პლანშეტებითა და სიგელებით დააჯილდოვეს, ხოლო 5 წარმატებულ სკოლასა და 65 მასწავლებელს მადლობის სიგელები გადაეცათ.

აღნიშნული ღონისძიება აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის "განათლების ხარისხის გაუმჯობესება" ქვეპროგრამის "კონკურსები და ოლიმპიადები" ფარგლებში გაიმართა.

 

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics