14:09 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-12 14:08:50, 927 ნახვა

კომენტარი
გახარია - ნომერი პირველი ამოცანა იმ ქაოსის შეცვლა იყო, რომელიც მარიხუანის მოხმარების ნაწილში, ბოლო თვეების განმავლობაში დამყარდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, მარიხუანასთან დაკავშირებული რეგულაციების შესახებ კანონპროექტის განხილვისას, ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, ახალი კანონპროექტით მკაცრად რეგულირდება მარიხუანის  მოხმარების კონკრეტული დასჯადი პირობები.

„მოდით ასე შევთანხმდეთ, ამოცანა ნომერი პირველი გახლდათ, და აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით ამას, იმ ქაოსის და განუკითხაობის შეცვლა, რომელიც მარიხუანის მოხმარების ნაწილში, ბოლო თვეების განმავლობაში დამყარდა.

მოგეხსენებათ,  რომ ლიბერალური და ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მიმართულებით ჩვენმა განვითარებამ, გააჩინა გარკვეული მოლოდინები და მოგვცა ის შედეგი, რომ ფაქტობრივად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ეფექტურად ვერ ახორციელებდა თავის ფუნქციას და რომ შეხედოთ, ბილო წლების განმავლობაში, ნარკომოხმარებისთვის საერთოდ არავინ არის დაკავებული. თავი, რომ დავანებოთ საერთოდ მარიხუანას. ამას ახლა ვცვლით. ჩვენ ვაკეთებთ ისეთ რეგულირებებს, როდესაც კონკრეტულად გვეცოდინება მარიხუანას მოხმარება, რა პირობებში არის დასჯადი და გარწმუნებთ, რომ ჩვენ ამას აღვასრულებთ.”- განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics