|
2018-09-10 19:19:17, 976 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: ყველამ თავის სავიზიტო ბარათს მიხედოს, ურიგო არ იქნება
„ყველამ თავის სავიზიტო ბარათს რომ მიხედოს, არ იქნება ურიგო. ზოგიერთის სავიზიტო ბარათზე აგვისტოში გაგზავნილი წერილებია რუსეთში ჩასატარებელ კონცერტებზე, ზოგიერთის ბარათზე კი დანა-ჩანგალი“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის შეფასებებს სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით. თალაკვაძემ განმარტა, რომ ზურაბიშვილის და მმართველი პარტიის მოსაზრება აგვისტოს ომთან დაკავშირებით ცალსახაა - რუსეთი არის აგრესორი. „ჩვენი და სალომე ზურაბიშვილის განცხადება აგვისტოს ომთან დაკავშირებით არის ცალსახა -აგრესორი არის რუსეთი, რაც შეეხება დღევანდელ ბრიფინგს და ბატონი ვაშაძის განცხადებას სალომე ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით, მან თქვა, რომ სავიზიტო ბარათი იქნება ჩვენი და პასუხისმგებლობას „ქართული ოცნება“ იღებსო, პირდაპირ შემიძლია გიპასუხოთ, სჯობს ყველამ თავის სავიზიტო ბარათს რომ მიხედოს, არ იქნება ურიგო. ზოგიერთის სავიზიტო ბარათზე აგვისტოში გაგზავნილი წერილებია რუსეთში ჩასატარებელ კონცერტებზე, ზოგიერთის ბარათზე კი დანა-ჩანგალი. სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ შავი პიარის აგორებას, სჯობს, საკუთარ კამპანიაზე დახარჯონ მეტი დრო და ენერგია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)