|
2015-06-05 17:46:55, 644 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომლის საქმეზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ამის შესახებ ინფორმაცია „თავისუფალი დემოკრატების“ ვებგვერდზე გავრცელდა. მათივე ცნობით, თბილისის საქალაქო სამამართლოს მოსამართლემ დავით ჯუღელმა გაიზიარა ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების ადვოკატის პოზიცია და ბრალდების მხარის მტკიცებულება, რომელიც ეხებოდა სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზას, საქმეში დაუშვებლად ცნო. დაცვის მხარის განცხადებით, სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზა იყო მთავარი მტკიცებულება, რომელსაც ბრალდების მხარე ეყრდნობოდა. „სასამართლომ პროკურატურის არცერთი მტკიცებულება დასაშვებად არ სცნო. პროკურატურას საქმე ფაქტობრივად ჩამოეშალა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, ის, რასაც "თავისუფალი დემოკრატები" პირველივე დღიდან ვამტკიცებდით. ბრალდებას საფუძველი არ აქვს, შესაბამისად თავდაცვის სამინისტროს ხუთივე მაღალჩინოსანი უდანაშაულოა“, - ნათქვამია „თავისუფალი დემოკრატების“ განცხადებაში.
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)