|
2018-09-10 14:20:52, 560 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ თანამშრომლებთან თათბირი გამართა
შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებს, მერიის სამსახურებს და მერიის ქვემდებარე სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა. მორიგ თათბირზე განხილული იქნა 2018 წლის მესამე კვარტლის დავალებების შესრულების, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში განხორციელების საკითხი. თათბირზე ყურადღება გამახვილდა საჯარო სკოლებში, სკოლამდელ დაწესებულებებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განახლების, სკოლების, ბაგა-ბაღების მომზადების, ბავშვთა ტრანსპორტირების საკითხებზე.
განხილული იქნა აგრეთვე 2018-2019 წლების შემოდგომა-ზამთრისთვის მზადების საკითხი. აღინიშნა, რომ უკვე დაიწყო სოფლებსა და დასახლებულ უბნებში გაზსადენი მილების საპროექტო სამუშაოები. თათბირზე ხაზი გაესვა სანიტარულ-ჰიგიენური წესრიგის გაუმჯობესების საკითხებს. ყოველკვირეულად ჩატარდება დასუფთავების აქციები, რომელშიც სახელმწიფო დაწესებულებები და მოსახლეობაც მიიღებს მონაწილეობას.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)