|
2018-09-10 13:20:32, 6125 ნახვა
მსოფლიო
ბარსელონაში, „კანონიერი ქურდი“ გოჩა მაისურაძე დააკავეს, რომელმაც შაკირას და პიკეს სახლი გაძარცვა (ვიდეო)
ბარსელონაში, სამართალდამცველებმა "კანონიერი ქურდი" გოჩა მაისურაძე, ზედმეტსახელად "გოგიტა" დააკავეს, - ამის შესახებ estrelladigital იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მაიზურაძეს კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობა ედება ბრალად. სამართალდამცველების განცხადებით, "გოგიტა" თავის კრიმინალურ დაჯგუფებასთან ერთად ძვირადღირებულ სახლებს ძარცვავდა, რომელთა შორის ცნობილი მომღერლის შაკირას და კლუბ "ბარსელონას" ფეხბურთელის ჟერარ პიკეს სახლიცაა. მედიის ცნობით, გოჩა მაისურაძის დასაკავებლად პოლიცია რამდენიმე თვის განმავლობაში სპეცოპერაციას ატარებდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მაისურაძე იმ დაჯგუფებებისგან, რომლებიც მის ტერიტორიაზე თვითნებურად მოქმედებდნენ, ნაქურდალის 50%-ს იღებდა. იმ შემთხვევაში თუ მათ "ნადავლის" გაყოფა არ სურდათ, "გოგიტა" სჯიდა. პოლიციის თქმით, "კონინიერ ქურდი" ძირითადად იმ სახლების გაძარცვას ისახავდა მიზნად, სადაც გავლენიანი ადამიანები ცხოვრობდნენ, ასევე იმ სახლების, სადაც სეიფი იყო დამონტაჟებული. როგორც გამოცემა წერს, "გოგიტასთან" ერთად კიდევ 8 ადამიანი დააკავეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)