|
2018-09-07 11:38:56, 4405 ნახვა
მსოფლიო
ბრაზილიაში, პრეზიდენტობის კანდიდატი დაჭრეს (ვიდეო)
ბრაზილიის პრეზიდენტობის კანდიდატს ჟაირ ბოლსონარუს ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს, უცნობი პირი თავს დაესხა, - ამის შესახებ Globo იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ბოლსონარუს ჭრილობა ცივი იარაღით, მუცლის არეში მიაყენეს, რის შემდეგაც ის საავადყოფოში გადაიყვანეს. ულტრამემარჯვენე კანდიდატს ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა თავდამსხმელი უკვე დააკავეს. ის 40 წლის ადგილობრივია. დაკავების შემდეგ მან განაცხადა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატთან იდეოლოგიური კონფლიქტი ჰქონდა და აგრეთვე პირადი ანგარიშსწორება დაასახელა, თუმცა რას გულისხმობდა ამაში, არ დააკონკრეტა. შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნები ბრაზილიაში ოქტომბერში გაიმართება. ცნობისთვის, ჟაურ ბოლსონარუ ყოფილი სამხედროა. თავის გამოსვლებში ის ბრაზილიის 1964-1985 წლის სამხედრო დიქტატურას ამართლებდა. ასევე, ბოლსონარუს ბრალს რასიზმში, ჰომოფობიასა და ქალთმოძულეობაში სდებენ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)