|
2015-06-05 16:54:55, 642 ნახვა
სამართალი
მოქალაქეებს იძულებით ჩამორთმეული ავტომანქანები დაუბრუნდათ
მოქალაქეებს იძულებით ჩამორთმეული ავტომანქანები დაუბრუნდათ, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პროკურატურამ მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩარმოთმევის 5 ფაქტზე გამოძიება დაასრულა, რის შემდეგაც 4 დაზარალებულის დარღვეული უფლების აღდგენა გახდა შესაძლებელი. უწყების შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, მთავრობის განკარგულებით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლისა და პროკურორების მონაწილეობით დაზარალებულებს - მაგდა ბაგრატიონს და მაია ბოცვაძეს გადაეცათ „ტოიოტა ლენდკრუიზერი LC150”-ის ჯიპი; დაზარალებულ ხათუნა საგანელიძეს გადაეცა ა/მანქანა „ტოიოტა ავენსისი“ და ა/მანქანა „ჰიუნდაი სონატა“, ხოლო დაზარალებულ ლაშა ჭოხონელიძეს ავტომანქანა „ჰიუნდაი IX35“. ხსენებული ა/მანაქანები, 2010 წელს, ცალკეული საჯარო მოხელეების დანაშაულებრივი ქმედების შედეგად იძულებით იქნა მათ მიერ შესყიდული. „პროცესი, რომელიც საქართველოს პროკურატურაში ახლადშექმნილმა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა დაიწყო, რაც უკავშირდება 2012 წლის 01 ოქტომბრამდე, საჯარო მოხეელების მიერ მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის, დათმობის, ჩუქების ფაქტების გამოძიებას და დაზარალებულთათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებით, ქონების დაბრუნებით მათი უფლებების აღდგენას, კვლავ გაგრძელდება და მას ექნება შეუქცევადი ხასიათი“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)