|
2015-06-05 16:44:19, 613 ნახვა
სამართალი
შსს-ს თანამშრომლებმა ტრეფიკინგის საკითხებზე გამართული სასწავლო კურსი გაიარეს
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ექვსმა თანამშრომელმა და საქართველოს პროკურატურის ოთხმა პროკურორმა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ოფისისა (RSO) და სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით, ქალაქ ბუდაპეშტში (უნგრეთი), საერთაშორისო სამართალდამცავ აკადემიაში (ILEA) ტრეფიკინგის საკითხებზე გამართულ ორკვირიან სპეციალიზებულ სასწავლო კურსში მიიღეს მონაწილეობა. შსს-ს ინფორმაციით, სასწავლო კურსი მიზნად ისახავდა სამართალდამცველთა შესაძლებლობების ზრდას ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში და მას მოწვეული ექსპერტი პოლ ჰოლმსი უძღვებოდა. ტრენინგზე განიხილეს შემდეგი თემები: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი საკითხები, ტრეფიკინგის მსხვერპლის იდენტიფიკაცია, მსხვერპლთან თანამშრომლობა, დანაშაულის პრევენცია, პროაქტიული გამოძიების ჩატარება, მსხვერპლთა დაცვა, დაკითხვის ჩატარების ტექნიკა, სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების თავისებურებები, რისკის შეფასება, მართვა და ანალიზი, მტკიცებულებათა მოპოვებისა და შეფასების მეთოდები და სტანდარტი, ტრეფიკინგის საქმეებზე ფინანსური გამოძიების წარმოება, სისხლის სამართლის გამოძიებასთან დაკავშირებით საერთაშორისო სამართლის ძირითადი სტანდარტები, საერთაშორისო თანამშრომლობა სამართალდამცავ უწყებებს შორის. სწავლების მსვლელობისას საუბარი ასევე შეეხო პრაქტიკულ მაგალითებს და მოხდა გამოცდილების გაზიარება. სასწავლო კურსში მონაწილეობა მიიღეს სამართალდამცავებმა საქართველოდან, ყაზახეთიდან და სერბეთიდან. სწავლების დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) გამოძიების კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ.
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)