09:35 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-04 17:48:35, 1434 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს მოქალაქის პასპორტი საერთაშორისო რეიტინგში ხუთი პოზიციით დაწინაურდა

საკონსულტაციო კომპანია Henley&Partners-ის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის პასპორტი საერთაშორისო რეიტინგში კიდევ ხუთი პოზიციით დაწინაურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიოში 48-ე ადგილზეა.

წინა მონაცემების თანახმად, საქართველო 53-ე პოზიციას, უფრო ადრე კი 68-ე ადგილს იკავებდა.

ვებგვერდის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ ან გამარტივებული პროცედურებით მოგზაურობა მსოფლიოს 112 ქვეყანაში შეუძლიათ.

ცნობისათვის, Henley&Partners-ის რეიტინგში პირველობას იაპონია და სინგაპური ინაწილებენ, რომელთა მოქალაქეებსაც გამარტივებული პროცედურებით მოგზაურობა 189 ქვეყანაში შეუძლიათ. პასპორტების ინდექსში წინა წლებში გერმანია ლიდერობდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics