|
2018-09-03 11:33:17, 3578 ნახვა
მსოფლიო
ბრაზილიის ეროვნულ მუზეუმში ხანძრის შედეგად 20 მილიონი ექსპონატი განადგურდა (ვიდეო)
ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს ეროვნული მუზეუმი დაიწვა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მილიონობით ექსპონატი, არქეოლოგიური მასალა, ხელოვნების ნიმუშები და დოკუმენტები განადურებულია. მედიის ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მუზეუმში დაცული იყო 20 მილიონი არტეფაქტი. როგორც BBC იტყობინება, მუზეუმში 20 მილიონი იშვიათი ექსპონატი იყო განთავსებული. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო სამხრეთ და ჩრდილო ამერიკის მცენარეების, მინერალების, ცხოველების, მუმიებისა და ინდური ჭურჭლის იშვიათი ექსპონატები. ექსპოზიციაში შედიოდა დინოზავრის ჩონჩხი და 12 ათასი წლის წინანდელი თავის ქალის ძვლის ნაწილები. მომხდარს ბრაზილიის კულტურის მინისტრი სერჟიუ სა ლეიტანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ეს კულტურის სფეროს უდიდესი ტრაგედიაა". მისივე თქმით, ხანძარი გულგრილობის გამო მოხდა, რადგან "წლების განმავლობაში არ იყო საკმარისი დრო და რესურსი, რათა მუზეუმი გაეუმჯობესებინათ და მსგავსი ფაქტი არ მომხდარიყო". ცნობისთვის, წელს მუზეუმი 200 წლის იუბილეს აღნიშნავდა. ის 1818 წელს პორტუგალიელმმა მეფემ ჟუან მეექვსემ დაარსა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)