|
2018-09-01 11:04:14, 2882 ნახვა
მსოფლიო
თვითაღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „ლიდერის“ მკვლელობაში ეჭვმიტანილები დაკავებულები არიან
თვითაღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის "ლიდერის" მკვლელობაში ეჭვმიტანილები დაკავებულები არიან, - ამის შესახებ ე.წ. პარლამენტის დეპუტატმა ოლეგ ცარევმა განაცხადა. ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. "ასაფეთქებელი მოწყობილობა კაფეში, იმ ტორშერში იყო დამონტაჟებული, რომელთანაც ალექსანდრ ზახარჩენკო იჯდა. ის ამ რესტორანში ხშირად დადიოდა. აღნიშნული დაწებულება მისი დაცვის უფროსს ეკუთვნის. ეჭვმიტანილები დაკავებულები არიან. ამ ეტაპზე საზღვრები გადაკეტილია, რადგან რესპუბლიკაში ტერაქტი განხორციელდა", - განაცხადა ცარევმა. მედია საშუალების ინფორმაციით, ალექსანდრ ზახარჩენკოს 2 სექტემბერს დაკრძალავენ. ამასთან, ე.წ. რესპუბლიკაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა. დე-ფაქტო ხელისუფლებამ ხსენებულ ფაქტს ტერაქტი უწოდა. სულ მომხდარი აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ზახარჩენკოს დაცვის წევრი, ხოლო დაშავდა 11 ადამიანი, რომელთაგან ერთ-ერთი ე.წ. ფინანსთა მინისტრია. 6 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ცნობისთვის, თვითაღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის "ლიდერი" ალექსანდრ ზახარჩენკო 31 აგვისტოს ერთ-ერთ კაფეში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)