|
2015-06-05 12:25:06, 738 ნახვა
ეკონომიკა
სავალუტო ფონდის წარმომადგენელი ეროვნული ბანკის და მისი პრეზიდენტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში აზიმ სადიკოვი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას და საქართველოს ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულ საკითხებს ეხმაურება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვერ მიიღებს მხედველობაში მართლმსაჯულებასთან და ინდივიდუალური პირების კანონთან მიმართებაში დაკავშირებულ საკითხებს, რადგან ეს ფონდის მანდატი არ არის. "საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგისას საერთაშორისო სავალუტო ფონდმა არაერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის პატივისცემისა და დაცვის მნიშვნელობას. საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დარღვევა შეასუსტებს ამ ინსტიტუტს, ძირს გამოუთხრის მისი მონეტარული და ფინანსური პოლიტიკის სანდოობას და საფრთხეს შეუქმნის ინვესტორთა ნდობას", - ნათქვამია განცხადებაში. სადიკოვი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადასტურა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისადმი ერთგულება. ამან კი განაპირობა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკური დახმარების პროგრამებს. სავალუტო მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ შესაძლოა კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანამ რისკის ქვეშ დააყენოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა. "საერთაშორისო სავალუტო ფონდი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ბოლო პერიოდში გაკეთებული შეთავაზება ეროვნული ბანკის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, რისკის ქვეშ დააყენებს საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას. ჩვენი რეკომენდაციაა, ახლავე გაიმართოს სწორი კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან და საერთაშორისო ექსპერტებთან. თუ ამ კონსულტაციებით გადაწყდება, რომ ცვლილებები შევიდეს ეროვნული ბანკის კანონმდებლობაში, ნებისმიერმა ცვლილებამ უნდა დაიცვას საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და უზრუნველყოს, რომ მისი მმართველობა და ოპერაციები შეესაბამებოდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზადყოფნას გამოთქვამს დახმარების გაწევისთვის ამ სფეროში", - ნათქვამია აზიმ სადიკოვის განცხადებაში. შეგახსენებთ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა სთხოვა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე არ დაეკავებინათ და მან ეს თხოვნა გაითვალისწინა.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)