|
2018-08-31 12:51:10, 1738 ნახვა
სამხედრო
მშვიდობისმყოფელის დღე „არმიჰოლში“ აღინიშნა
31 აგვისტო ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ „არმიჰოლში“ შეკრებილ საერთაშორისო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს. უწყების ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა ქართველ მშვიდობისმყოფელს, ავღანეთის მისიაში ორჯერ მყოფ კაპიტან ზოია კურტანიძეს ქართველი მხატვრის, ნიკო ცეცხლაძის ნახატი - „სიმამაცე“ საჩუქრად გადასცა. ნახატი „მხატვრები მშვიდობისათვის“ პროექტის ფარგლებშია შესრულებული და მასზე მხატვარს, სწორედ ქართველი ოფიცერი ქალი, კაპიტანი ზოია კურტანიძე ჰყავს ასახული, როგორც სიძლიერისა და სიმამაცის სიმბოლო. „არმიჰოლში“ საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლის ჩვენებაც გაიმართა. ღონისძიების დასასრულს ქალ მშვიდობისმყოფელებს ბათუმის მერიის მიერ გამოგზავნილი ყვავილები გადაეცათ. 31 აგვისტო მშვიდობისმყოფელის დღედ 2016 წელს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას გადაწყვეტილებით დაწესდა. 18 წლის წინ, 1999 წელს, პირველი ქართული სამშვიდობო ოცეული კოსოვოში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად, სწორედ ამ დღეს გაემგზავრა.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)