20:54 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-05 11:55:23, 409 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტი და პირველი ლედი ელისაბედ მეორის იუბილისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრნენ

საქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან ერთად გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ელისაბედ მეორის იუბილისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო.

ქვეყნის პირველმა პირმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, გიორგი მარგველაშვილმა ბრიტანელ ხალხს და საქართველოში მცხოვრებ ბრიტანელებს დედოფლის იუბილე მიულოცა.

საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ურთიერთიბები კიდევ უფრო გაღრმავდება. გიორგი მარგველაშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩს მადლობა გადაუხადა იმ წვლილისათვის, რასაც ის საქართველოში, ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ახორციელებს.

ინგლისის საელჩოში გამართულ მიღებას საქართველოს მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საზოგადოების წევრები დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics