|
2018-08-29 15:53:49, 2421 ნახვა
მსოფლიო
ბუენოს-აირესში თბილისის სკვერი გაიხსნება
ბუენოს-აირესის ავტონომიური ქალაქის პარლამენტის გადაწყვეტილებით, არგენტინის დედაქალაქში თბილისის სკვერი გაიხსნება. საგარეო უწყების ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ირაკლი ყურაშვილს ბუენოს-აირესის პარლამენტის წარმომადგენლებმა ამცნეს. არგენტინელ პარლამენტარებთან შეხვედრა საქართველოს საელჩოში გაიმართა. ადგილობრივი პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ფრანცისკო კინტანამ საქართველოს ელჩს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად, ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს მიერ გამოცემული საზეიმო სიგელი გადასცა, რომლის საფუძველზეც ბუენოს-აირესში თბილისის სახელობის სკვერი გაიხსნება. ელჩმა მადლობა გადაუხადა ბუენოს-აირესის პარლამენტს მიღებული გადაწყვეტილებისათვის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობას და მათი განვითარების პერსპექტივებს. განსაკუთრებით გაესვა ხაზი საპარლამენტო დონეზე ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და ინტენსიფიკაციის მნიშვნელობას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოსა და არგენტინას შორის ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)