11:28 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-29 15:40:25, 1763 ნახვა

ეკონომიკა
საქართველო საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების დანერგვის და ზედამხედველობის თვალსაზრისით რეგიონში პირველ ადგილზეა

„სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) აუდიტის დასკვნით, საქართველო საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების დანერგვის და ზედამხედველობის თვალსაზრისით რეგიონში პირველ ადგილზეა,  ევროპაში მეათე, ხოლო მსოფლიოში ოცდამეათე ადგილს იკავებს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.

 „საქართველოს მიერ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის ეფექტური იმპლემენტაციის მთლიანი მაჩვენებელი 87.64% გახდა. აუდიტის შედეგებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ქვეყანას სამოქალაქო ავიაციის დარგში სწორი გეზი აქვს აღებული. ამასთან, აღნიშნულმა შედეგებმა დაადასტურა, რომ ჩვენ შეგვწევს უნარი გავუმკლავდეთ და ვმართოთ სამოქალაქო ავიაციის დარგში არსებული გამოწვევები საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის ეფექტური იმპლემენტაციის გზით, რაც შეუქცევადი პროცესია", - აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics