15:49 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-27 17:20:15, 1850 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

გიორგი მარგველაშვილმა ამერიკელი სენატორის და საქართველოს ეროვნული გმირის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და სამძიმარი გამოუცხადა ჯონ მაკკეინის ოჯახსა და მეგობრებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოში.

მან ხაზი გაუსვა სენატორ მაკკეინის მოღვაწეობის მნიშვნელობას და მის განსაკუთრებულ ღვაწლს და მხარდაჭერას ქართული სახელმწიფოს გაძლიერების საქმეში.

„სენატორი მაკკეინი ასახიერებდა ყოველივე იმას, რაც ჩვენ გვიყვარს ამერიკაში. პრინციპულობას, იდეალების სამსახურს და სიმტკიცეს. 2008 წელს მან მთელს მსოფლიოს აუწყა, რომ ის არის ქართველი და ის არის ქართველი ხალხის ეროვნული გმირი. შესაბამისად ჩვენ ამერიკელებთან ერთად ვგლოვობთ მის გარდაცვალებას. ღმერთი ფარავდეს მის სულს, ღმერთი ფარავდეს მის ოჯახს და შეერთებულ შტატებს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics