|
2015-06-04 20:04:50, 842 ნახვა
ეკონომიკა
ვახტანგ ბუცხრიკიძე: ლარის გამყარების ნიშნები არსებობს
„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ლარის გამყარების ნიშნები არსებობს. ბუცხრიკიძის თქმით, ლარის გაუფასურება საგარეო ფაქტორებით იყო გამოწვეული. „რა თქმა უნდა, ძირითადად ეს იყო საგარეო ფაქტორები. უნდა გავითვალისწინოთ რა ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, რომლებიც საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არინ. რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი აზერბაიჯანიდან, სადაც თებერვალში ვალუტის დევალვაცია 33%-ით მოხდა. მაგრამ ამის შემდეგ ცენტრალური ბანკი ყოველთვიურად, მარტში, აპრილში დაახლოებით მილიარდ დოლარზე მეტს ხარჯავს კურსის შესანარჩუნებლად. ფაქტობრივად, კურსის ცვლილებაში უკვე ასახულია ეს ფაქტორები და თუ დავაკვირდებით ბოლო ერთი კვირის, 10 დღის პროგნოზებს, სტატისტიკურ მაჩვენებლებს, ლარის გამყარების ნიშნები არსებობს. ვფიქრობ, მეორე კვარტალში ეს ტენდენციები გაგრძელდა“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)