20:10 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-23 15:43:25, 509 ნახვა

რეგიონი
ზაალ მიქელაძემ ამერიკული გემის „Uss Carney“-ს კაპიტანსა და ეკიპაჟის წევრებს უმასპინძლა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ზაალ მიქელაძემ ამერიკული გემის “Uss Carney" (DDG 64)” კაპიტანსა და ეკიპაჟის წევრებს აჭარის მთავრობის სახლში უმასპინძლა.

შეხვედრას მთავრობის აპარატის უფროსი არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდა.

“მოხარული ვარ, რომ აშშ - საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში, რეგულარულად იმართება ამერიკული გემების საპორტო ვიზიტები ბათუმში. ჩვენ ღრმად ვაფასებთ ამ გზით გამოხატულ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. დღევანდელი ვიზიტი სწორედ აღნიშნულის დასტურია და ცხადყოფს მხარეებს შორის არსებული ნაკისრი ვალდებულებებისადმი ერთგულებას. აქვე, მადლობას მოგახსენებთ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისათვის”, - აღნიშნა ზაალ მიქელაძემ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ამერიკას შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომელიც წლებია აქტიურად მიმდინარეობს. ასევე ხაზი გაესვა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა მხარეებს შორის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ერთობლივი ქართულ-ამერიკულ წვრთნების ჩატარების მნიშვნელობაზე.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics