21:46 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-20 18:35:33, 661 ნახვა

რეგიონი
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ბიოგრინი“ ზაფრანას წარმოებას იწყებს

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი  „ბიოგრინის“  საქმიანობას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი მიშელაძე გაეცნო.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ბიოგრინი“, რომელიც 8 მეპაიეს აერთიანებს  საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ გორის მუნიციპალიტეტის  სოფელ ზერტში საქმიანობს.  კოოპერატივს 7 ჰა-ზე გაშენებული აქვთ ზაფრანა, ნედლეულის გადამუშავება აქტიურ ფაზაშია შესული. კოოპერატივი პროდუქციას საექსპორტოდ ამზადებს.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი მიშელაძის განცხადებით, ამ მიმართულებით გაერთიანების შედეგად თითოეული მეპაიისათვის  ხელმისაწვდომია კოოპერაციის სიკეთე,  რადგან მათ უკვე საბოლოო პროდუქციის რეალიზაციიდან შეუძლიათ მიიღონ გაზრდილი შემოსავალი. მისასალმებელია რომ კოოპერატივი „ბიოგრინი“ აწარმოებს საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტს.

დღეისათვის საქართველოში სხვადასხვა დარგის 1182  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული. სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით კოოპერაცია აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას და, შედეგად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს.

(NS)

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics