18:44 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-19 11:21:42, 556 ნახვა

რეგიონი
ქედაში აგრომომსახურების ცენტრის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აგრომომსახურების ცენტრის მშენებლობას ქედის მინიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგის ფარგლებში გაეცნო.

 ცენტრის მშენებლობას მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები გაეცნენ.

 ქედის აგრომომსახურების ცენტრი, სხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე ცენტრების მსგავსად, აღიჭურვება სამაცივრე დანადგარებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის დამხარისხებელ-შემფუთავი ტექნოლოგიური ხაზით, შესაბამისი სატრანსპორტო და წარმოების სხვა საშუალებებით.

 „დღეს ქედის მუნიციპალლიტეტში დავათვალიერეთ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.  მათ შორის ვნახეთ მშენებარე ბაღი, რომელიც ძალიან მალე შეძლებს მიიღოს  პატარები. ასევე დავათვალიერეთ გზის მონაკვეთი, რომელიც უკვე დასრულებულია. ქედაში დაახლოებით 12 კმ-მდე ასფალტო-ბეტონის გზა დაიგო წელს და ეს კარგი მაჩვენებელია. თუმცა, კიდევ უფრო უნდა მოწესრიგდეს ის შიდა გზები, რომლებიც ქედის მუნიციპალიტეტს ესაჭიროება. სოფლის მეურნეობის მიმართულებით მნიშვნელოვანია ლოჯისტიკური ცეტრი, რომელიც ძალიან მალე დასრულდება და შეძლებს ადგილობრივებს და ფერმერებს ხელი შეუწყოს მათ მიერ მოყვანილი მოსავლის  შენახვაში, გადამუშავებაში და შემდეგ უკვე ლოჯისტიკური ჯაჭვის დალაგებაში" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

 ცენტრები უზრუნველყოფენ პროდუქციის ტრანსპორტირებას, დახარისხებას, შენახვასა და სარეალიზაციო ქსელში მოხვედრას, რაც ფერმერებს დაეხმარება პროდუქციის რეალიზაციაში.

 პროექტი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2017-2018 წლის ქვეპროგრამის ,,ადგილობრივად წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა''-ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული ქვეპროგრამის ბიუჯეტი 2 644 540 ლარია.

NS









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics