06:21 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-17 15:39:17, 1404 ნახვა

კომენტარი
შოთა ხაბარელი: სპორტსმენების ქმედებას პოლიტიკური დატვირთვა არ ჰქონდა

„ეს არ არის მიზანმიმართული ქმედება. თითოეულ სპორტსმენს, რომელიც მანდ გამოდის თავისი მოქმედებებით, ქცევებით, ქვეყანა უსახელებია“, - ამის შესახებ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა  მოადგილემ შოთა ხაბარელმა, ქართველი მოჭიდავეების ფოტოსთან დაკავშირებით განაცხადა.

ფოტოში სპორტსმენებს მაისურები აცვიათ, რომელზეც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატი და რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ძამბოლათ თედეევია გამოსახული.

 შოთა ხაბარელი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედება პოლიტიკას არ უკავშირდება.

„თავისთავად ცხადია, არასასიამოვნო ფაქტია, მაგრამ ბიჭების ინტერვიუს თუ ვუყურებთ, დარწმუნებული ვარ, აქ არანაირი პოლიტიკური დატვირთვა არ ჰქონდა ამ ინციდენტს, უბრალოდ როგორც თვითონ გამოხატულია მაისურზე ის მსოფლიო ჩემპიონი, რომელიც არის ბიჭების მეგობარი, მით უმეტეს მათ ასეთი ტრადიციები აქვთ, ყველა ასეთ შეჯიბრზე მაისურებით გამოდიან, თავიანთ წარმატებულ სპორტსმენს აკრავენ და ასე ხდება ხოლმე, მაგრამ ვფიქრობ, ეს არ არის მიზანმიმართული ქმედება. თითოეულ სპორტსმენს, რომელიც მანდ გამოდის თავისი მოქმედებებით, ქცევებით, ქვეყანა უსახელებია. ეს ინციდენტი იყო პატარა უყურადღებობა, შეიძლება ეს იყოს მაგალითი შემდგომისთვის, რომ ყველამ გაამახვილოს ყურადღება და ასეთი შეცდომა არ უნდა დაუშვან“, - განაცხადა შოთა ხაბარელმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics