|
2018-08-16 16:22:39, 10576 ნახვა
კულტურა
აგვისტოს 10 წლისთავთან დაკავშირებით გერმანიაში საქართველოს საელჩოში ფოტოგამოფენა გაიმართა
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გაიმართა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა. მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, რომელმაც რუსეთის სამხედრო აგრესიასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. ღონისძიების ფარგლებში, საელჩოში წარმოდგენილ იქნა ფოტოგრაფ გიორგი აბდალაძის და გორის არასამთავრობო ორგანიზაცია მეგობრობის ხიდი ქართლოსის ფოტომასალების გამოფენა. ასევე, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა ფლორიან ნოლტემ და რიკარდა ლანდაუმ წარადგინეს პროექტი „ 10 წელი ომის შემდეგ". აღსანიშნავია, რომ გერმანელ სტუდენტთა ჯგუფი, პროექტის განხორციელების მიზნით აპრილის თვეში გაემგზავრნენ საქართველოში და მოინახულეს, როგორც საოკუპაციო ხაზი, ასევე არაერთი ინტერვიუ ჩაწერეს ომისგან დაზარალებულ მოსახლეობასთან. ღონისძიების დასასრულს, საელჩოში გაიმართა თაკო რობაქიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება „Creeping Borders". გამოფენას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, გერმანელი ჟურნალისტები, გერმანულ-კავკასიური საზოგადოების დამფუძნებელი, ასევე ქართველი და გერმანელი სტუდენტები.
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)