20:39 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-16 12:23:04, 1162 ნახვა

სამართალი
მაჩალიკაშვილის ადვოკატი: რატომ გახდა ამდენი ხნის შემდეგ მაჩალიკაშვილის დაკითხვა საჭირო

პანკისის სპეცოპერციის დროს მოკლულის თემურლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატი ქეთი ჩუთლაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მაჩალიკაშვილის გამოკითხვაზე დაბარებას გაუგებარს უწოდებს.

ადვოკატის თქმით, მაჩალიკაშვილი დაბარებულია ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე.

 „მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს კიდევ ერთხელ დაიბარეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში. ჩვენი ინფორმაციით, დღეს ის დაიკითხება ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. როგორც იცით, ამ საქმეზე გარკვეული პირების მიმართ უკვე დადგა განაჩენი. როგორც განგვიმარტა საგამოძიებო ორგანომ, საქმის გარკვეული ნაწილი გამოყოფილია და კვლავ მიმდინარეობს გამოძიება გარკვეული პირების მიმართ და შესაბამისად, ამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიკითხება ბატონი მალხაზი. ბუნებრივია, აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ გახდა ამდენი ხნის შემდეგ მისი დაკითხვა საჭირო. მითუმეტეს, გამოძიება უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და გარკვეული პირების მიმართ განაჩენი უკვე დამდგარია", - განაცხადა ადვოკატმა.

მაჩალიკაშვილის გამოკითხვა რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics