2018-08-15 16:20:40, 1423 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი: ვიხუმრე, თუ ვინმემ მიიღო სერიოზულად ბოდიშს ვუხდი
„ვიხუმრე, თუ ვინმემ მიიღო სერიოზულად, იმათ ბოდიშს ვუხდი“, - ეს განცხადება დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა.
ზურაბიშვილმა განმარტა, რომ ის ჟურნალისტებს გაეხუმრა და არ იყო ეს შენიშვნა სერიოზულად გაკეთებული.
„ჟურნალისტებს არ ვეჩხუბე, ცოტა ხუმრობა ზოგჯერ შეიძლება, სულ მუდამ ძალიან სერიოზულები არ ვიყოთ, იმედია ხუმრობით მიიღეთ, თუ ვინმემ მიიღო სერიოზულად, იმათ ბოდიშს ვუხდი“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახნენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა დღეს ჟურნალისტებს „ტვინის განძრევისკენ“ მოუწოდა. მედიის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილისგან დაინტერესდნენ, თუ რა პოზიცია ჰქონდა ავლაბრის სასახლეში ახალი პრეზიდენტის შესვლასთან დაკავშირებით. მისი გაღიზიანება სწორედ ამ კითხვამ გამოიწვია.
ავტორი: ,