|
2015-06-04 13:45:56, 751 ნახვა
ეკონომიკა
ხადური: ამ ეტაპზე მოგების გადასახადის გაუქმება, ბიუჯეტის დაახლოებით 900 მლნ ლარით შემცირებას ნიშნავს
საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, მოგების გადასახადის რეფორმირება და მისი ესტონური მოდელის განხილვა მიმდინარეობს, თუმცა ამ პროცესში სიჩქარე კარგი შედეგის მომტანი არ იქნება. როგორც ხადურმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე მოგების გადასახადისგან ბიუჯეტში 900 მლნ ლარი შედის და მისი გაუქმება, ბიუჯეტის ამავე რაოდენობით შემცირებას გამოიწვევს. ამასთან, მინისტრის თქმით, სექტემბერში წარმოადგენენ ზუსტ გეგმას, თუ როგორ უნდა მოხდეს ესტონურ მოდელზე გადასვლა. "მოგების გადასახადის რეფორმირება და მისი ესტონეთის მოდელის განხილვა მიმდინარეობს, მაგრამ სიჩქარე არ გვეგების, ვინაიდან მოგების გადასახადისგან ბიუჯეტში ამწუთას შემოდის დაახლოებით 900 მლნ ლარი, თუ ჩვენ გავაუქმებთ ამწუთას ამ გადასახადს, ეს ნიშნავს, რომ ბიუჯეტი უნდა შევამციროთ დაახლოებით 900 მლნ ლარით. ეტაპობრივად მოხდება. სექტემბრისთვის წარმოვადგენთ ზუსტ საგზაო რუკას, თუ როგორ უნდა მოხდეს ესტონურ მოდელზე გადასვლა",-განაცხადა ნოდარ ხადურმა. ცნობისთვის, ბიზნესი მოგების გადასახადისაგან გათავისუფლების პროცესის დაჩქარებას ითხოვს.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)