|
2018-08-11 11:35:30, 671 ნახვა
რეგიონი
ლევან დავითაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ახალ მინისტრს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ახალ მინისტრს, ტიტე არეშიძეს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამებზე ისაუბრეს და სამომავლო კოორდინირებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების მიმდინარეობას. „გაცნობით შეხვედრაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ახალ მინისტრთან განვიხილეთ დარგის მხარდაჭერის სამომავლო გეგმები. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს სამინისტროებს აქვს მჭიდრო კოორდინაცია იმისათვის, რომ ღონისძიებები, რომლებიც სოფლის მეურნეობის განვითარებას უკავშირდება, მაქსიმალურად ეფექტიანად განვახორციელოთ“ , - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე არეშიძემ ხაზი გაუსვა კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას. „ჩვენ ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელებიც აჭარის რეგიონში აგრარული დარგის მიმართულებით არსებობს; ყველა პროექტი, რომელიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანია, რომ ერთობლივი ძალისხმევით განვახორციელოთ“ - აღნიშნა ტიტე არეშიძემ. მინისტრებს შორის გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)