|
2018-08-10 15:59:43, 1306 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა „ღირსეული პარტნიორის“ სასწავლო უბნები მოინახულა
„ამ სწავლებების ფარგლებში ჩვენი თავსებადობა ნატოს სტანდარტებთან უფრო მაღლდება, კომუნიკაცია სხვადასხვა სტრატეგიულ პარტნიორთან უფრო ღრმავდება, პროფესიონალიზმი და ჩვენი ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობები უფრო ძლიერდება,“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევა იზორიამ ვაზიანში განაცხადა, რომელმაც „ღირსეული პარტნიორი 2018“ მიმდინარეობას გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად დღეს დილიდან აკვირდებოდა. ლევან იზორიას თქმით, საქართველო მსგავს სწავლებებს მომავალში მეტი ინტენსიურობით, პარტნიორების მხრიდან მეტი ჩართულობითა და თანამონაწილეობით გააგრძელებს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ვაზიანში სტუმრობა IV მექანიზებულ ბრიგადაში განთავსებული სწავლების მრავალეროვნული შტაბის მონახულებით დაიწყეს, შემდეგ კი, ამერიკული UH60 „შავი ქორის“ ვერტმფრენით ყველა სასწავლო უბანი დაათვალიერეს. ვერტმფრენში იმყოფებოდნენ ასევე, საერთაშორისო სწავლების ქართველი და ამერიკელი ხელმძღვანელები, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე და პოლკოვნიკი ენტონი ფურნიე. ვერტმფრენიდან სასწავლო უბნების დათვალიერების შემდეგ, თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი საველე ჰოსპიტალის მუშაობასაც დააკვირდნენ და პირად შემადგენლობას გაესაუბრნენ. საველე ჰოსპიტალიდან ლევან იზორია გენერალური შტაბის უფროსთან ერთად გერმანული ქვეითთა საბრძოლო მანქანით „მარდერი“ მე-11 პოლიგონზე გადაადგილდა და ბუნდესვერის სამხედრო მოსამსახურეების შეტევით ოპერაციას დაესწრო. „ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის ევროპული სარდლობის ლიდერობით საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება. სწავლება 1 აგვისტოს დაიწყო და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა ჩართული.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)