19:03 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-09 13:12:58, 1211 ნახვა

სამართალი
გიორგი მამალაძის ადვოკატებმა პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალების თხოვნით მიმართეს

გიორგი მამალაძის ადვოკატებმა საქართველოს პრეზიდენტს დაკავებული დეკანოზის შეწყალების თხოვნით მიმართეს. 

ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დეკანოზი უკანონო პატიმრობაში იმყოფება. მიხეილ რამიშვილის განცხადებით, შეწყალების თხოვნით მიმართვა არ ნიშნავს, რომ დეკანოზი დანაშაულს აღიარებს.

„ის გარკვეული ჯგუფის პირადი პატიმარი არის და შესაბამისად, ძალიან ბევრი არგუმენტაციაა სამართლებრივად, მორალურად, ადამიანურად, რაც პრეზიდენტს წარედგინა ჩვენი განცხადებით და თანდართული მტკიცებულებებით და შესაბამისად, უკვე ერთადერთი ნათელი წერტილი დღეს არის პრეზიდენტის ინსტიტუტი იმიტომ, რომ მართლმსაჯულება საქართველოში არ არის, ეს დაადასტურა უზენაესმა სასამართლომაც და მიმაჩნია, რომ თავისი შინაგანი რწმენით, თავისი ღირსებით, თავისი წესიერებით მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას“, - განაცხადა რამიშვილმა.

გარდა ამისა, ადვოკატები დავის გაგრძელებას სტრასბურგის სასამართლოშიც გეგმავენ.

ცნობისთვის, უფლებადამცველებმა პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალების თხოვნით უკვე მეორედ მიმართეს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics