12:13 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-09 11:23:56, 889 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: მოვუწოდებ რუსეთს, გაიყვანოს თავისი სამხედრო დანაყოფები საქართველოს ტერიტორიიდან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რუსეთის ფედერაციას სამხედრო დანაყოფების გაყვანისკენ მოუწოდა.

როგორც ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთი არის აგრესორი და მას ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული.

"რა თქმა უნდა რუსეთი არის აგრესორი, მან მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ეს არის ერთმნიშვნელოვანი. უფრო მეტიც, მას ეს არ გაუკეთებია მხოლოდ 2008 წელს, 1990-იანი წლების დასაწყისშივე რუსეთი ახორციელებდა საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიას. აქვე მინდა ვთქვა, რომ ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი, მათ შორის ჩვენი ამერიკელი მეგობრები აცხადებენ, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნები მაშინ აფრთხილებდნენ მაშინდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომ რუსეთი გეგმავდა საომარი ოპერაციების სცენარის განხორციელებას, ხოლო სამწუხაროდ მაშინდელმა ხელმძღვანელობამ, იმის მაგივრად რომ თავიდან აერიდებინა მსგავსი მოვლენების განვითარება და მოეხდინა ჩვენი მეგობარი ქვეყნების და მსოფლიო თანამეგობრობის ჩართულობით პრევენციაზე ორიენტირება, მან ვერ შეუშალა ხელი რუსეთის მიერ დაგეგმილი სცენარის განხორციელებას საქართველოში. მათ ვერ აარიდეს ქვეყანას ეს საფრთხე და შესაბამისად მთელი საქართველო აღმოჩნდა კატასტროფულ სიტუაციაში. აქვე ისიც მინდა ვთქვა, რომ ამ 2 დღის განმავლობაში კიდევ რამდენჯერმე მოვისმინე, რომ რუსეთმა აგრესია განახორციელა 2008 წელს და ბევრი არ საუბრობს 90-იან წლებზე. მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ რუსეთის ფედერაცია ფაქტობრივ ანექსიას ახორციელებდა საქართველოს ტერიტორიებს 90-იანი წლების დასაწყისშივე, მაშინ როდესაც ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და სწორედ ამის შემდეგ ჩაირთო ის აგრესიული მანქანა, რომელმაც გააგრძელა თავისი სცენარების რეალიზება 2008 წელს. ეს არის ჩემი და ჩემი პოლიტიკური გუნდის შეფასება. რუსეთს აქვს აღებული ვალდებულება და მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ გაიყვანონ სამხედრო დანაყოფები საქართველოს ტერიტორიიდან, ისივე როგორც ამას შეთანხმება ითვალისწინებს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics