12:13 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-07 17:28:47, 994 ნახვა

პოლიტიკა
ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი: ის, რომ საქართველო კვლავ გახლეჩილია, ნამდვილი ტრაგედიაა (ვიდეო)

"ის, რომ საქართველო კვლავ გახლეჩილია, ნამდვილი ტრაგედიაა", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა სერ ალან დანკანმა 2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.

სახელმწიფო მინისტრმა რუსეთს მოუწოდა, საქართველოს ტერიტორიებიდან საკუთარი ჯარი გაიყვანოს და ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს. 

„დღეს ჩვენ გულისტკივილით ვიხსენებთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მე-10 წლისთავს. ჩვენ ვგლოვობთ დაღუპულებს და გვახსოვს ათასობით ადამიანი, რომლებიც ამ დრომდე საკუთარ სახლებში ვერ ბრუნდებიან. ის, რომ საქართველო კვლავ გახლეჩილი რჩება, ნამდვილი ტრაგედიაა. შეშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების სფეროში შექმნილი სიტუაციის გამო. გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, კონსტრუქციულად იმუშაონ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში. ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს ახალ სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმება და გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად“, - განაცხადა დანკანმა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics