|
2018-08-07 14:46:18, 548 ნახვა
რეგიონი
აფხაზეთის ავტონომიური მთავრობა რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს სუვერენიტეტის წინაღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო აგრესიის 10 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია განახორციელა და აგრძელებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფას, რითაც დღემდე არღვევს მის მიერვე 2008 წლის 12 აგვისტოს დადებულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას და იგნორირებას უკეთებს ჯარების გაყვანის თაობაზე ნაკისრ ვალდებულებას. უფრო მეტიც, ოკუპაცია მოახდინა კოდორის ხეობის, სადაც არანაირ საბრძოლო მოქმედებებს ადგილი არ ჰქონია, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილები, ხოლო დარჩენილებს კი სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ თავიანთ სახლებში ცხოვრება. მათი, ისევე, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებლობა ცალმხრივად რუსეთის ფედერაციას ეკისრება. 2008 წლის ომი, იყო რუსეთის მცდელობა შეეჩერებინა საქართველოს ევროპული სწრაფვა და არ დაეშვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება. ეს იყო მცდელობა, ქართველი ხალხის არჩევანის ჩაკვლისა ძალადობრივი გზით, რაც საერთაშორისო ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს და მიუღებელია XXI საუკუნის ცივილიზებული, დემოკრატიული სამყაროსათვის. ჩვენ მუდამ გვემახსოვრებიან ის გმირები, რომელთაც ჩვენი ქვეყანა დაიცვეს. მათ შორის ბევრი აფხაზეთის მკვიდრიც იყო, რომელთაც ერთხელ უკვე ნაწვნევი ჰქონდათ თავს მოხვეული ომის სიმწარე, მაგრამ თავიანთი მამულიშვილური ვალი ვაჟკაცურად მოიხადეს ერისა და ქვეყნის წინაშე.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)